19 ნოე - 19 დეკ
ობიექტის მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
"იმპოსტი მეპ" არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.

იმპოსტი მეპ-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სერვისებს:
  • საინჟინრო სისტემების პროექტირება;
  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
  • გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია;
  • წყალგაყვანილობის სისტემები;
  • ელექტრობა და სუსტი დენები;

საინჟინრო კომპანია ,,იმპოსტი MEP’’ აცხადებს ვაკანსიას ობიექტის მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო პირობები:მდებარეობა: ბათუმი სამუშაო გრაფიკი: სრული.

ძირითადი მოვალეობებია:
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური დეტალური კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების პროექტთან და ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესრულება;
  • პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
  • ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა/დაცვა;
  • ობიექტის ყველდღიური ჟურნალის, რეპორტის წარმოება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
  • ობიექტზე არსებული მასალის აღწერა;
  • მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
  • ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა კომპანიის მენეჯმენტთან;
  • ობიექტის მომარაგების სწორად დაგეგმვა, საჭირო მასალების შესყიდვაზე დროული ინფორმაციის მიწოდება შეყისდვების დეპარტამენტთან;
  • დამკვეთთან და საზედამხედველო სამსახურებთან ურთიერთობა;
  • ფორმა N2; ფორმა N29 -ების მომზადება.
  • მიმდინარე პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ტექნიკური განათლება საინჟინრო სპეციალობით
  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამები (Word; Excel; Outlook) სამუშაო დონეზე ცოდნა, სასურველია Autocad პროგრამის ცოდნა.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@imep.ge . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განხიხილება! გისურვებთ წარმატებებს!
სამშენებლო, უძრავი ქონება
მშენებლობა(ზოგადი)
ნახვები 94
უნიკალური ნახვები 92