19 ნოე - 18 დეკ
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია ინექს გრუპი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ინექს გრუპი არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-დან 19:00 სთ მდე

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების სფეროში;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა "ორის ბუღალტერიაში " მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • რუსული ენა (სასურველია საკომუნიკაციო დონეზე)

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ სივი, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@inex.ge. სათაურში მიუთითეთ პოზიცია "მთავარი ბუღალტერი"წინააღმდეგ შემთხვევაში, სივი ვერ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
კომპანია "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 54
უნიკალური ნახვები 47