შემდეგი
19 ნოე - 18 დეკ
კონსულტანტი
თბილისი, ისანი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ადგილმდებარეობა: ისანი მოლი
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ფასდაკლების კორპორატიულ ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 6
უნიკალური ნახვები 5
გაგზავნილი CV-ები 0