- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანმშრომლის საცხოვრებლსა და ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
- აპარტ სასტუმროში სტუმართა მიღება, ოთახებში განთავსება, გაცილების მთლიანი პროცესის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფა;
- სასტუმროში არსებული ყველა სერვისის შესახებ, სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, ზეპირი, ელ-ფოსტითა თუ სატელეფონო კონტაქტით;
- სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაცია, სტუმრის მაღალი კმაყოფილებისა და ლოიალურობის უზრუნველყოფა;
- აპარტ-სასტუმროს ჯავშნის სისტემაში ოთახის ჯავშნის დეტალების, ცვლილებების, სტუმრის ინფორმაციის, მოთხოვნებისა და ფინანსური ოპერაციების სიზუსტით ასახვის უზრუნველყოფა;
- ჯავშნის სისტემაში და ჯავშნის სხვა პლატფორმებზე, ოთახების ხელმისაწვდომობის, სტატუსის, ჯავშნის პირობებისა და ტარიფების საფუძვლიანი ცოდნა;
- სასტუმროს ყველა საოპერაციო პროცედურის საფუძვლიანი ცოდნა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სტუმრების კომფორტულად დასვენების უზრუნველსაყოფად;
საჭირო უნარები:
- გუნდური მუშაობისა უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი, როგორც წერითი ისე ვერბალური;
- ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი;
- დეტალეზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
- საოფისე პროგრამების ფლობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
- კვებით უზრუნველყოფას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ,,ადმინისტრატორი.“
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებებს გისურვებთ!