20 ნოე - 19 დეკ
სტანდარტი
კორპორატიული გაყიდვების გუნდში ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@1soft.ge
კომპანია OneSoft აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების გუნდში ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ: OneSoft წარმოადგენს ERP სისტემების პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე. დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ ვებ გვერდზე: www.1soft.ge
საქმიანობის აღწერა:
- კორპორატიული გაყიდვების ასისტენტი, გუნდის მენტორთან ერთად, ჩართულია შემდეგ აქტივობებში:
- ERP სისტემების ბაზარზე არსებული მდგომარეობის მონიტორინგი
- კორპორატიული კლიენტების მოძიება
- პოტენციურ მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა
- კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი
- პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
- პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოთხოვნების შესწავლა
- კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება
- პოტენციურ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
- კორპორატიული შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი
- შიდა ანგარიშგებების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
- გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა
- MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური/ რუსული ენების კარგად ცოდნა)
- გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ERP სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში B2B გაყიდვების მიმართულებით სწავლას, ზრდას და განვითარებას
- ERP სისტემების შესწავლას
- გაყიდვების ინდუსტრიაში მრავალფეროვანი გამოცდილების მიღებას
- ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს (დისტანციურად ან/და ადგილზე - ქ. თბილისი, დავით გამრეკელის №2, ბიზნეს ცენტრი აქსის პალასი)
- მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
კონკურენტულ და მზარდ ანაზღაურებას კვალიფიკაციის შესაბამისად ველით დაინტერესებული პირების რეზიუმეებს CV შემდეგ ელ-ფოსტაზე info@1soft.ge.
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ასისტენტი კორპორატიული გაყიდვების გუნდში. OneSoft გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 40
უნიკალური ნახვები 40