20 ნოე - 19 დეკ
სტანდარტი
პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@agrohub.ge
ტელეფონი: +995 591 03 26 26
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის მცხობელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულის გამოცხობა არსებული კალკულაციების და სტანდარტების მიხედვით;
- ცხობის პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა;
- სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კანტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გუნდს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge.
ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვიკავშირდეთ ტელ.: +995 591 03 26 26; +995 591 04 26 26,
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
- მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
- სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
- მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
- მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
- ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
- ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება’
9. შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მცხობელი
ნახვები 142
უნიკალური ნახვები 137