დღეს - 25 დეკ
ვიპ
გერმანულენოვანი Მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
თბილისი, საბურთალო, ნუცუბიძის ქ.
- სრული განაკვეთი
- 2200 - 2200
+ ბონუსი
- საშუალო განათლება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- გერმანული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@doktorabc.com
Helfy აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გერმანულენოვანი Მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი
ლოკაცია: ნუცუბიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 ან 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 2200 ლარი + ბონუსები
Ჩვენს შესახებ: Helfy არის მზარდი, საერთაშორისო კომპანია სამედიცინო სფეროში, რომელიც ოპერირებს გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში.
ჩვენი მისიაა შევიტანოთ სიახლეები ინდუსტრიაში განსხვავებული სამედიცინო სერვისების მიწოდებით.
Სამუშაოს აღწერა:
პოზიცია არ მოიცავს გაყიდვებსა და ტელემარკეტინგს, მხოლოდ მომხმარებლებზე ზრუნვასა და მათ მხარდაჭერას ელექტრონული ფოსტის, ჩატის ან სატელეფონო ზარების საშუალებით.
Მოვალეობები:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია სხვადასხვა არხების საშუალებით (HubSpot, WhatsApp, ჩატი, სატელეფონო ზარი) და მათ კითხვებზე მყისიერი პასუხის გაცემა.
- ჩვენი პროდუქტებისა და ვებგვერდის ცოდნა: კითხვებზე პასუხის გასაცემად საფუძვლიანად უნდა შეისწავლოთ ჩვენი პროდუქტები (და ვებსაიტი თავისი ფუნქციონალებით). Არ არის აუცილებელი იცოდეთ ყველა წამალი, რომელსაც ჩვენ ვყიდით, თუმცა თქვენ უნდა შეძლოთ ვებსაიტზე მარტივად ნავიგაცია და საჭირო ინფორმაციის რაც შეიძლება სწრაფად პოვნა.
- შეკვეთებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების დამუშავება როგორც ადმინისტრაციულ პანელში, ასევე ელექტრონული ფოსტით.
- ჩანაწერების გაკეთება: Google ცხრილების შევსება და სხვადასხვა ინფორმაციის შენახვა, როგორიცაა: მომხმარებელთან ინტერაქცია, გადარიცხვები, კომენტარები, საჩივრები, სტატისტიკა.
- გუნდთან კომუნიკაცია: საკითხების გადამისამართება სხვადასხვა დეპარტამენტებთან, მათ შორის ტექნიკურ გუნდთან, მარკეტინგთან და სხვა.
- უკუკავშირი: მომხმარებელთა მხარდაჭერის პროცესის ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება, სტატისტიკის შეგროვება ტექნიკური და მარკეტინგის დეპარტამენტებისთვის.
- პრობლემების გადაჭრა: მომხმარებლების დახმარება ისეთი პრობლემების წარმოქმნისას, როგორიც არის გადახდის ან შეძენილი ნივთების მიწოდების შეფერხება.
- მომხმარებელთა საჩივრების განხილვა: შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და ალტერნატივების დროული შეთავაზება. Ძველი შეკვეთების დამუშავება და საჭიროებისამებრ ამანათის თავიდან გაგზავნა.
- შეკვეთის დროს დახმარება: მომხმარებლების დახმარება შეკვეთების განთავსების დროს, თანხის დაბრუნების ან გაცვლის შემთხვევაში.
- შეტყობინებები: მომხმარებლების დროული ინფორმირება ნებისმიერი შეფერხების დროს, მაგალითად, თუ წამალი არ არის მარაგში ან აფთიაქი დახურულია.
- დოკუმენტაციის წარმოება: სხვადასხვა პოტენციურ შემთხვევებზე შესაბამისი პროტოკოლის შექმნა და ვებგვერდზე ატვირთვა სხვა მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტებისთვის გზამკვლევად.
- უკუკავშირი და შეფასება: მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, მათ შეფასებებზე პასუხის გაცემა და უკმაყოფილო მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი პრობლემების გადაჭრა.
Მოთხოვნები:
- გერმანული ენის ცოდნა სავალდებულოა.
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
- ინგლისური ენის ცოდნა სასურველია (რადგან გუნდი საერთაშორისოა და თანამშრომლებთან კომუნიკაცია ძირითადად ინგლისურ ენაზეა).
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი.
Ჩვენ გთავაზობთ:
- ყოველთვიური ბონუსს.
- კომფორტულ ოფისს ქალაქის ცენტრში.
- საჩუქრებს დღესასწაულებსა და დაბადების დღეზე.
- სოციალური და ინტერპერსონალური უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობებს.
- საერთაშორისო გუნდს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა გქონდეთ კომუნიკაცია კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან, როგორიცაა: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, შვედეთი და თურქეთი.
შერჩევის პროცესი:
- ონლაინ გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან.
- გერმანულენოვანი ონლაინ გასაუბრება.
- ონლაინ გასაუბრება მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის ხელმძღვანელთან.
- ონლაინ გასაუბრება მარკეტინგის დირექტორთან.
თუ დაინტერესებული ხართ მზარდ, საერთაშორისო კომპანიაში მუშაობით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@doktorabc.com
Წარმატებებს გისურვებთ
მარკეტინგი, რეკლამა, PR
კლიენტთა მომსახურება
ნახვები 12
უნიკალური ნახვები 11