შემდეგი
დღეს - 21 დეკ
სტანდარტი
მთავარი ბუღალტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Contact@Restoaudit.ge
შპს რესტოაუდიტი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 2 წელი (მთავარი ან უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე);
- განათლება - ბაკალავრი;
- აუცილებელია საბუღალტრო პროგრამის ბალანსის ცოდნა;
- ექსელის ცოდნა - საშუალო დონეზე;
- აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.
სამუშაოს აღწერილობა:
- პორტფელში არსებული კომპანიებისთვის მოწესრიგებული, სწორი და დროული ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- ბრუნვითი უწყისის გავლა,შესაძლო ხარვეზის ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
- ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
- დამხმარე ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაოს სისწორის კონტროლი;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, გაგზავნა / მომხმარებლების ინფორმირება საგადასახადო ვალდებულებების შესახებ;
- თვის დახურვა და ინფორმაციის მომზადება ანგარიშგებისთვის;
- რეპორტინგის წარმოება მენეჯმენტთან და მომხმარებლებთან;
- კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
- მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება (თანამდებობის შესაბამისად)
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კანდიდატის სამუშაო გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: Contact@Restoaudit.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მთავარი ბუღალტერი"
გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი
ნახვები 31
უნიკალური ნახვები 29