შემდეგი
დღეს - 21 დეკ
ავტოსერვისის ფილიალის ხელმძღვანელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: cv@smotors.ge
"SMOTORS" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ავტოსერვისის ფილიალის ხელმძღვანელი.
სამუშაო მდებარეობა: თბილისი, ლორთქიფანიძის 116/ (ყოფილი კაიროს ქუჩა)
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია “SMOTORS”-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს, უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
- ფილიალის მუშაობის მიმდინარეობის, გრაფიკის მართვა და ზედამხედველობა.
- ავტომობილისთვის საჭირო სავარაუდო ღონისძიებების იდენტიფიცირება და საჭირო სერვისების დაგეგმვა;
- მომხმარებლებისთვის მოძიებული ავტო ნაწილების მდგომარეობაზე, ხარისხსა და ფასზე ინფორმაციის მიწოდება;
- კადრების დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
- სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;
- ფილიალის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
- ფილიალში წარმოქმნილი საოპერაციო პრობლემების შემთხვევაში რეაგირება და სწორი გადამისამართება;
- კონსიგნაციის მქონე კომპანიების ბაზის მართვა და გადასახადების მონიტორინგი;
- პოტენციური მომხმარებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაყიდვებისთვის მიწოდება;
- მომხმარებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის/პრობლემის იდენტიფიცირება, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან გადამისამართება და მოთხოვნის დროული შესრულების მონიტორინგი;
- მომსახურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით, დეპარტამენტის გამართულად და ხარისხიანად მუშაობის უზრუნველსაყოფად, ახალი იდეების გენერირება.
- თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯს + ბონუსები.
- მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
- სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. მისამართზე:
cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია „SMOTORS“-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ავტო-მოტო სერვისი
სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
ნახვები 17
უნიკალური ნახვები 16