დღეს - 22 დეკ
სტანდარტი
სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ipsp.ge
სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაზღვეულთა სატელეფონო ზარების მიღება, დაზღვეულთა იდენტიფიცირება;
- სამედიცინო მომსახურების ტიპის განსაზღვრა;
- კლინიკაში დაზღვეულთა ვიზიტის დაგეგმვა, დამატებითი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება;
- გადაუდებელი მდგომარეობის დროს სიტუაციის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი/ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (განსაკუთრებით EXCEL);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
პიროვნული თვისებები:
- სისხარტე, ოპერატიულობა;
- თავაზიანობა, დელიკატურობა;
- სიზუსტე, აკურატულობა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ
ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 45
უნიკალური ნახვები 41