დღეს - 22 დეკ
სტანდარტი
რეკრუტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ipsp.ge
სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას რეკრუტერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კანდიდატების მოძიების ორგანიზება სხვადასხვა წყაროების გამოყენებით;
- კანდიდატთა შერჩევა წინასწარ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით;
- აპლიკანტებთან გასაუბრების ორგანიზება და ჩატარება;
- სამუშაო ადგილზე სტაჟირების პროცესის მონიტორინგი;
- საკადრო საჭიროების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება და მისი მუდმივი განახლება;
- დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია 1 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ipsp.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ადამიანური რესურსები
პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
ნახვები 60
უნიკალური ნახვები 57