დღეს - 20 დეკ
ვიპ
განათების გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@newlight.ge
„ახალი ნათება“ არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 24 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებლებს სთავაზობს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების პროდუქციას განათების, ავეჯისა და აქსესუარების სფეროში.
კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი და ფლობს 17 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: www.newlight.ge
კომპანია ,, ახალი ნათება’’ აცხადებს ვაკანსიას განათების გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ქ.თბილისში.
ანაზღაურება: . 1200 ლარიდან (გამოცდილების არ მქონე კანდიდატებს ექნებათ პირველი თვე ანაზღაურებადი სტაჟირება 500 ლარის ოდენობით).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე.
სამუშო საათები: დღეში 8 საათი, ცვლებში10:00-19:00 სთ ან 9:00-18:00 სთ, შუალედეში 1 საათიანი შესვენებით.
დამატებით გთავაზობთ:
- კომპანიის ხარჯით კერძო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშო გარემოს
- ზრდისა და განვითარების პერსპექტივას
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლებისათვის კვალიფიციური და გულისხმიერი მომსახურების გაწევა;
- იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია რუსული ან/ და ინგლისური ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.
- სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
სასურველი უნარ–ჩვევები:
- კეთილგანწყობილი
- კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
- პუნქტუალური, მოტივირებული და ენერგიული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: hr@newlight.ge არაუგვიანეს 2024 წლის 20 დეკემბრისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:, „გაყიდვების კონსულტანტი„
წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "ახალი ნათება" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 38
უნიკალური ნახვები 35