დღეს - 21 დეკ
ვიპ
გენერალური მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სამუშაო ტერიტორია: თბილისი, როსტევანის 45.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
  • სასურველია კონკურსანტი იყოს ACCA-ს მინიმუმ პირველი ეტაპის კურსდამთავრებული;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 (ორი) წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარები:
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პერსონალის მართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
  • ანალიტიკური აზროვნება;

ძირითადი მოვალეობები:
  • დაქვემდებარებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი,
  • დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირება და გასწორება;
  • სალიზინგო პროცესებთან დაკავშირებული ოპერაციების ყოველდღიური მართვა/კონტროლი.
  • საბანკო ოპერაციების მონიტორინგი
  • კომპანიის ფინანსების და მიმდინარე ხარჯების გადარიცხვა/კონტროლი
  • კომპანიის ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა, პროცედურების დაცვაზე კონტოლის უზრუნველყოფა
  • მიღებული და გაცემული სესხების დამუშავება და ყოველდღიური კონტროლი
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@cityleasing.ge და წერილში მიუთითოთ სასურველი ანაზღაურება.
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ გენერალური მენეჯერი
გისურვებთ წარმატებებს!
TOP მენეჯმენტი
გენერალური დირექტორი/დირექტორი
ნახვები 55
უნიკალური ნახვები 51