25 ნოე - 24 დეკ
კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 591 196 310
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.

ჩვენ გუნდში მუშაობის დაწყების შემთხვევაში, მე, მაგდა ჯიბლაძე, როგორც ამ განყოფილების ხელმძღვანელი, 3 თვის ვადაში გასწავლით ეფექტური კომუნიკაციის მეთოდებს და ტექნიკებს, რაც
დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი კომუნიკაცია მომხმარებელთან იყოს წარმატებული. თქვენი მომავალი გუნდის წევრები კი გაგიმარტივებენ ადაპტაციის პროცესს, რაც განაპირობებს თქვენ წარმატებულ მუშაობას.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის
წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 2000-ზე მეტ თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • თანამშრომლის ფასდაკლება;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთათვის სწრაფი, ხარისხიანი და მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა;
  • პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის განყოფილებასთან დაფიქსირება;
  • საჭიროებისამებრ, გამავალი ზარების განხორციელება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ნგლისური ან რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • როგორც გუნდთან, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში:
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: recruit@gorgia.ge (მეილზე გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება);
შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://shorturl.at/jcbxC;
ეწვიეთ ჩვენს დასაქმების საიტს: https://jobs.gorgia.ge/;
მოგვწერეთ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GorgiaJobs/;
შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა "გორგიას" ნებისმიერ ფილიალში;
ან დაგვიკავშირდით აღნიშნულ ნომერზე +995 591 196 310.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ეთანხმებით, რომ სასურველი პოზიციის დასაკავებლად
თქვენი განცხადების განხილვის ეტაპზე, კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის დაცვით დაამუშავებს წარდგენილ ინფორმაციას. აგრეთვე, გაქვთ უფლება მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, გაქვთ გაცნობისა და ასლის მიღების უფლება, თანხმობის გამოხმობის უფლება- (თანხმობის გამოთხოვის უფლება შეზღუდულია იმ შემთხვევაში, თუ პირი დაინიშნება ვაკანტურ პოზიციაზე), გასაჩივრების უფლება. (შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@gorgia.ge)

პირის ვაკანტურ პოზიციაზე შეუსაბამობის შემთხვევაში, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია განადგურებულ იქნება უარყოფითი პასუხის მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში.
ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი
ნახვები 26
უნიკალური ნახვები 26