შემდეგი
დღეს - 01 დეკ
სტანდარტი
უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 3000 - 4000
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: ikconsultinggeo@gmail.com
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი.
ხელფასი: ხელზე ასაღები 3000-დან 4000 ლარამდე, კანდიდატის კომპეტენციიდან გამომდინარე
ადგილმდებარეობა: თბილისი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2024
სამუშაო მოვალეობები:
- პოტენციური დამკვეთებისგან განფასებაზე დავალების მიღება;
- ინჟინრების მიერ მოწოდებული ნახაზების და მასალების ჩამონათვალის შემოწმება დამკვეთის მოთხოვნებთან მიმართებაში, სახარჯთაღრიცხვო ფორმაში მოყვანა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- შესასრულებელი სამუშაოს მოცულობების, სახეობის და მოწყობილობების სპეციფიკაციის შედგენა;
- კომპეტენციის ფარგლებში დოკუმენტების შედგენა (შეთავაზება, ხელშეკრულება, შესრულების აქტები, დეფექტური აქტები, ოფიციალური წერილი და ა. შ.);
- საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო გრაფიკების შედგენა;
- ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
- სხვადასხვა ტიპის ანალიზის გაკეთება;
- თვის ბოლოს ხელოსნების ხელფასების გამოთვლაში მონაწილეობის მიღება;
- ანგარიშების წარდგენა გაწეული საქმიანობის და მისი შედეგების შესახებ.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- პროექტების განფასებისა და ხარჯების კონტროლის გამოცდილება;
- მაღალი დონის ანალიტიკური და მათემატიკური უნარები;
- MS Office, განსაკუთრებით, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- MS Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე.
კანდიდატს ექნება შესაძლებლობა, ადგილზე შეისწავლოს საფასადე სამუშაოებში სამშენებლო და საინჟინრო პროცესები.
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელური, ორგანიზებული, ენერგიული, კეთილგანწყობილი და დეტალებზე ორიენტირებული პიროვნება, შემდეგი უნარებით:
- ძლიერი ორგანიზაციული უნარები
- ტექნიკური უნარები
- დროის მართვის უნარი
- წერილობითი კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
წარმატებას გისურვებთ!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
ნახვები 21
უნიკალური ნახვები 21