- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- რუსული,ინგლისური
მთარგმნელობითი კომპანია ITM-TRANSLATION 2005 წლიდან მოღვაწეობს. 19-წლის განმავლობაში კომპანიამ დაიმკვიდრა მსოფლიოს საკონსულტაციო-მთარგმნელობით სექტორში მნიშვნელოვანი პოზიცია. კომპანიის მთარგმნელთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 7.500-ზე მეტი მთარგმნელი მსოფლიოს 125-ზე მეტი ქვეყნიდან. კომპანიას ჰყავს დაახლოებით 50.000-ზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. მთარგმნელობითი კომპანია ITM-TRANSLATION მომხმარებელს სთავაზობს 500-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე (სახელმწიფო, ოფიციალური, რეგიონალური, ეროვნული და ფართოდ გავრცელებული ენები) ნებისმიერი სირთულისა და თემატიკის მასალის თარგმნას: იურიდიული ტექსტები, ბიზნეს-დოკუმენტები, ფარმაცევტული ანოტაციები, სამედიცინო დასკვნები, პირადი დოკუმენტაცია, ტექნიკური ინსტრუქციები, ვებ-გვერდის მასალები და სხვ
მთარგმნელობითი კომპანია ITM-TRANSLATION აცხადებს ვაკანსიებს თარჯიმანთა ბიუროს მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაციები: ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: 09:00-19:00 ორშაბათი-პარასკევი; 10:00-15:00 შაბათი
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები
- სამუშაო ადგილი: შესაბამისი ქალაქი (ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლებლებთან კონსულტაციის გაწევა თარგმნის შეკვეთის მიღების მიზნით;
- ონლაინ-მთარგმნელთა გუნდის მართვა და ყოველდღიური კონტროლი;
- ოფისის ადმინისტრირება და წესრიგის დაცვა;
- ადგილობრივ ნოტარიუსებთან ურთიერთობა;
- ადგილობრივი რეკლამირების უზრუნველყოფა პოტენციური დამკვეთების მოზიდვის მიზნით;
- კონტაქტი სათაო ოფისთან: ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური რეპორტინგი;
- სხვადასხვა დოკუმენტების დასკანერება, ამობეჭდვა, მაილზე გაგზავნა და სხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (B1-B2);
- საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel და სხვ.;
- დოკუმენტებთან, კომპიუტერულ მოწყობილობებთან და ინტერნეტში მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც რომელიმე უცხო ენაში გააჩნია დიპლომი ან სერთიფიკატი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (რეზიუმე), პირადობის მოწმობა და დიპლომი გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@itm-translation.com
გამოგზავნისას მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება („თარჯიმანთა ბიუროს მენეჯერი“) და შესაბამისი ლოკაცია (ქალაქი).
გისურვებთ წარმატებას!