25 ნოე - 08 დეკ
სტარტი
შოურუმის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
- ინგლისური
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „ჰოუმ დიზაინ გალერი“ - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ შოურუმის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
- სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა;
- საგამოფენო დარბაზში სივრცის სწორად ორგანიზება და ბრენდის სათანადოდ წარმოდგენა;
- დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მართვა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნებისათვის მიმდინარე დღის საქმიანობის/მუშაობის დაგეგმვა-ორგანიზება და კონტროლი;
- შოურუმში არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი, ნაშთების აღრიცხვა და შეკვეთების მიწოდება;
- პროექტისთვის მოლაპარაკებების წარმოება და საჭირო პროდუქციის შესყიდვის კოორდინირება;
- პროექტის განხორციელების პროცესთვის საჭირო დოკუნემტაციის მომზადება, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
- ბუღალტერიასთან, შესყიდვებთან და დიზაინერებთან აქტიური კომუნიკაცია;
- ფასების გამოთვლა და ელექტრონულად ატვირთვა;
- სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა FINA - ს ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
- საბონუსე სქემა გააქტიურდება, მუშაობის დაწყებისთანავე;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი
ნახვები 73
უნიკალური ნახვები 69