შემდეგი
25 ნოე - 24 დეკ
მიმტანი
ყვარლის მუნიციპალიტეტი, ყვარელი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@kvarelilake.ge
სასტუმრო კომპლექსი “ ყვარლის ტბა“ მდებარეობს საქართველოში, კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ბუნების საოცარ სილამაზეს და მაღალი კლასის სერვისს. სასტუმროს კონცეფცია აერთიანებს კომფორტსა და თანამედროვეობას. სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 100 ნომერს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს,თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპას და განტვირთვის ზონებს, ველობილიკებს, ღია და დახურულ აუზებს, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს. თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობებს ტურიზმის, მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, გუნდურობას და განვითარების მუდმივ სურვილს. გამოიყენეთ შანსი და გახდით “ყვარლის ტბის” წარმატებული ისტორიის ნაწილი!
სასტუმრო ყვარლის ტბა ეძებს მეგობრულ, კომუნიკაბელურ და მომსახურებაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც სტუმრებს გაუზიარებენ დაუვიწყარ გამოცდილებას.
ვაკანსია: მიმტანი
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- უნიკალურ გამოცდილებას სტუმარმასპინძლობის სფეროში.
მოვალეობები:
- სტუმრების თბილი და სწრაფი მომსახურება;
- შეკვეთების მიღება და დროული მიწოდება;
- მაგიდების მოწესრიგება და სისუფთავის დაცვა;
- სტუმრების მოთხოვნებზე ყურადღება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
- მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
- თავაზიანობა და სწრაფი რეაგირების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
- მინიმალური ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ყვარლის ტბა გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4