შემდეგი
25 ნოე - 24 დეკ
ბარმენი
ყვარლის მუნიციპალიტეტი, ყვარელი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@kvarelilake.ge
სასტუმრო კომპლექსი “ ყვარლის ტბა“ მდებარეობს საქართველოში, კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ბუნების საოცარ სილამაზეს და მაღალი კლასის სერვისს.
სასტუმროს კონცეფცია აერთიანებს კომფორტსა და თანამედროვეობას. სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 100 ნომერს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს,თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპას და განტვირთვის ზონებს, ველობილიკებს, ღია და დახურულ აუზებს, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობებს ტურიზმის, მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, გუნდურობას და განვითარების მუდმივ სურვილს.
გამოიყენეთ შანსი და გახდით “ყვარლის ტბის” წარმატებული ისტორიის ნაწილი!
სასტუმრო ყვარლის ტბა ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და მომსახურებაზე ორიენტირებულ ბარმენს, რომელიც შეუქმნის სტუმრებს უნიკალურ და დაუვიწყარ გამოცდილებას.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- თანამშრომლობას დინამიურ და მეგობრულ გუნდთან.
ძირითადი მოვალეობები:
- კოქტეილებისა და სხვა სასმელების მომზადება პროფესიული სტანდარტებით;
- სტუმრებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების სწრაფი შესრულება;
- ბარის ტერიტორიის სისუფთავის და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
- ალკოჰოლური და არალკოჰოლური სასმელების მარაგის კონტროლი და შევსება საჭიროებისამებრ.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- სხვადასხვა კოქტეილებისა და სასმელების მომზადების ცოდნა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე და დეტალებზე ყურადღება;
- ინგლისური ან სხვა უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ყვარლის ტბა გისურვებთ წარმატებას!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ბარმენი
ნახვები 5
უნიკალური ნახვები 5