დღეს - 26 დეკ
სტანდარტი
ბუღალტერ-ოპერატორი
თბილისი, საბურთალო, ს.ცინცაძის ქ.
- მოქნილი გრაფიკი
- 800
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 3 წლამდე
- ქართული,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.gwhouse@gmail.com
რესტორანი „Grape Wine and Kitchen“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. N 58;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, 5 სამუშაო დღე, დღეში 3-5 საათი (დეტალები გასაუბრებაზე შეთანხმდება)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკისა და ფინანსების განხრით);
- R keeper და 1C პროგრამებში მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
- რესტორანში მუშაობის გამოცდილება ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე;
- რუსული ენის ცოდნა;
- Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა( MS Excel, MS Word);
- სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
- რესტორნის შესყიდვების პროგრამული გატარება;
- ჩამოწერების კონტროლი და პროგრამული ასახვა;
- რეალიზებული პროდუქციის შესაბამის პროგრამაში ასახვა;
- კალკულაციების შეყვანა და ნახევარფაბრიკატების შექმნა;
- ინვენტარიზაციის განხორციელება (სამზარეულო, ბარი) დადგენილი პერიოდულობით;
- რეპორტებისთვის ინფორმაციის მომზადება უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
- მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსური დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის რეპორტის მომზადება და წარდგენა;
- კომპანიის სხვა სტრუქტურული დეპარტამენტების (სამზარეულო, ბარი) თანამშრომლებთან აქტიური კონტაქტი/თანამშრომლობა.
- ხელმძღვანელის/დირექტორის სხვა მითითებების და დავალებების შესრულება, დაკისრებული მოვალეობების და კომპეტენციის ფარგლებში.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr.gwhouse@gmail.com
აუცილებელია, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი
ნახვები 36
უნიკალური ნახვები 34