დღეს - 25 დეკ
სტანდარტი
მზარეულის დამხმარე
თბილისი
  • მოქნილი გრაფიკი
  • 1200
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
შპს "ჯეოვაინ თრეიდინგ"-ი 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოში და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გასტრონომიულ ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილებისა და პროფესიონალთა ჯგუფის დახმარებით კომპანია ყოველწლიურად იზრდება და ნერგავს ახალ სტანდარტს. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი და შევუქმნათ სასიამოვნო გარემო.

კომპანიის ერთ-ერთი პროექტი, რესტორანი "RESERVE" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარეს პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა/სამუშაო გარემოს სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა
  • შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
  • კერძისთვის მოსამზადებელი ინგრედიენტების წინასწარი გამზადება
  • უზრუნველყოფა სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის.

საჭირო უნარები:
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა აუცილებელია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კვებით უზრუნველყოფას
  • სწავლებაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს

ანაზღაურება: 1200 ლარი
სამუშაო დრო: მცოცავი გრაფიკი, კვირაში 5 დღე, დღეში 9 საათი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, 9 აპრილის #3

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@reservetbilisi.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეულის თანაშემწე
ნახვები 12
უნიკალური ნახვები 12