26 ნოე - 25 დეკ
ვიპ
სარეზერვო მოლარე-ოპერატორი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@tpl.ge
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ვალეს სერვის ცენტრის სარეზერვო მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას. www.tpl.ge
მოლარე-ოპერატორის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- სავალდებულო დაზღვევის ცენტრის პოლისების რეალიზაცია;
- ყოველდღიური შემოვალ-გასავლის ორდერის/საოპერაციო დღიური საბუთების ორგანიზება;
- სალაროს ნაშთის კონტროლი;
- ოპერაციების პროგრამული შესრულება;
- თანხის ინკასაცია;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების სახით ჩატარებული ოპერაციების შედარება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
- სალაროს აპარატის Z ანგარიშების შესაბამისობის შემოწმება პროგრამულ მაჩვენებლებთან;
- ხელმძღვანელის მიერ დავალებული საქმიანობის შესრულება.
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:
- გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შეფერხებების მართვის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
- გამოცდილება: სასურველია მოლარე - ოპერატორად მუშაობის სულ მცირე 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
- ენები: აუცილებელია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული);
- უნარ-ჩვევები: Microsoft Office;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, აფსაროსის გზატკეტიცილი N47ა;
- გრაფიკი: სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი (10:00-10:00) 4 დღეში ერთხელ;
- თვის ჯამური ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია, საანგარიშო თვის მანძილზე ნამუშევარი ცვლების რაოდენობაზე. სარეზერვო მოლარე-ოპერატორის ცვლაში გამოძახება ხდება, წინასწარ შეთანხმებული განრიგის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სასიამოვნო, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა.
გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpl.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - სარეზერვო მოლარე-ოპერატორი.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 27 დეკემბერი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, ა(ა)იპ “სავალდებულო დაზღვევის ცენტრი” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატსა და ა(ა)იპ “სავალდებულო დაზღვევის ცენტრს” შორის გრძელდება შრომითი ურთიერთობა.
ა(ა)იპ ,,სავალდებულო დაზღვევის ცენტრი” კანდიდატის შესახებ მონაცემებს არ გადასცემს/არ ხდის ხელმისაწვდომს მესამე პირებისათვის კანდიდატისათვის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის საფუძველზე.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება;აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე:dpo@tpl.ge
წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ ა(ა)იპ “სავალდებულო დაზღვევის ცენტრის” მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.
დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)
ნახვები 591
უნიკალური ნახვები 583