შემდეგი
26 ნოე - 25 დეკ
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@kriala.ge
ჰიგიენური ქაღალდის საწარმო „კრიალა“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
- საკუთარი ავტომობილის ქონა.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და კომპანიაში არსებული პროდუქტების შეთავაზება;
- ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი;
- დებიტორებთან კომუნიკაცია (დავალიანების აღრიცხვა/კონტროლი);
- სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიება/მონიტორინგი , სატენდერო შეთავაზებების მომზადება და მათთან არსებულ დოკუმენტაციასთან მუშაობის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების გეგმის შესრულება / ყოველთვიური ზრდა;
- დირექტორისთვის ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
- ხელმძღვანელისგან მითითებული სხვადასხვა სახის დავალების შესრულება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:00 სთ ;
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად;
სამუშაო ადგილი:
ქ.თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქუჩა 50ბ.
შენიშვნა : დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგავზანოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@kriala.ge , Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@kriala.ge
გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი,
კორპორატიული კლიენტები (B2B)
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4