26 ნოე - 25 დეკ
სტარტი
კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ზუმერი გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დასვენების 2 დღის შეთანხმება)
- ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, 1000-2000 ლარს.
- კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას.
- სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას;
- წლის ბოლოს, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით.
- ციფრული ტექნიკისა და გაყიდვების კომპლექსურ სწავლებას, როგორც შიდა ტრენერების, ასევე მოწვეული ტრენერების ტრენინგების საშუალებით.
- მრავალფეროვან წახალისების სისტემას;
- დამატებით ბონუსებს, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამ თვეში ერთხელ;
- სხვა და სხვა კორპორაციულ აქტივობებს: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტელექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ.
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
- სხვადასხვა ტრენინგებსა და კურსებს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
ძირითადი მოთხოვნები:
- ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
- ციფრული ტექნიკის ცოდნა აუცილებელი არ არის, სურვილი და ინტერესი საკმარისია დანარჩენს ჩვენ გასწავლით;
- მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
- მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
- გაყიდული პროდუქტის შესახებ საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის;
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/OUEw3V8u0P
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 37
უნიკალური ნახვები 35