26 ნოე - 25 დეკ
სტარტი
კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალში კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
"ზუმერი" გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე (სურვილის შესაბამისად, შესაძლებელია დასვენების 2 დღის შეთანხმება)
- ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, 1000-1800 ლარს.
- კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას.
- სტუდენტებისთვის სწავლის სრული დაფინანსების შესაძლებლობას;
- წლის ბოლოს, ფილიალებში ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების ევროპაში მოგზაურობას, კომპანიის სრული დაფინანსებით.
- ციფრული ტექნიკისა და გაყიდვების კომპლექსურ სწავლებას, როგორც შიდა ტრენერების, ასევე მოწვეული ტრენერების ტრენინგების საშუალებით.
- მრავალფეროვან წახალისების სისტემას;
- დამატებით ბონუსებს, როგორც ყოველთვიურად, ასევე სამ თვეში ერთხელ;
- სხვადასხვა კორპორაციულ აქტივობებს: სპორტულ და გასართობ აქტივობებს, ინტელექტუალურ თამაშებს, მოწვეულ სპიკერებს აქტუალური თემების გათვალისწინებით და ა.შ.
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
- სხვადასხვა ტრენინგებსა და კურსებს;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოთხოვნები:
- ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
- ციფრული ტექნიკის ცოდნა აუცილებელი არ არის, სურვილი და ინტერესი საკმარისია დანარჩენს ჩვენ გასწავლით;
- მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
- მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
- კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- გაყიდული პროდუქტის შესახებ საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/o0IzKHG165
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ზუმერი ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯიას" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
წარმატებას გისურვებთ!
გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი
ნახვები 19
უნიკალური ნახვები 19