26 ნოე - დღეს
ვიპ
ავტომობილების ტექნიკური ოფიცრი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- საშუალო განათლება
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@swisscapital.ge
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების ტექნიკური ოფიცრის პოზიციაზე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ავტომობილის მიღება ავტოსადგომზე: დასურათება, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება;
- მომხმარებლის ან გაყიდვების აგენტის მოთხოვნით ავტომობილის მუშა მდგომარეობაში მოყვანა;
- ავტოსადგომზე მყოფი ავტომობილების მოწესრიგება, საბურავების დაბერვა და ა.შ.;
- ავტომობილის შესახებ მონაცემების გამოთხოვა კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან;
- ავტომობილების განთავსება სარეალიზაციოდ საქართველოში მოქმედ პორტალებზე. უკვე განთავსებული განაცხადების ვადების კონტროლი და დროული განახლება;
- ავტოსადგომიდან ავტომობილის გაყვანის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო განათლება;
- ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლებისა და კომპლექტაციის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
სხვა მოთხოვნები:
- სისხარტე მუშაობაში;
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
- ორგანიზებულობა;
- ავტომობილის მართვის უნარი (ძალიან კარგად);
სამუშაო პირობები:
- სამუშაოს ტიპი: ტექნიკური და საოფისე
- სრული განაკვეთი;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და საბონუსე სისტემა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “Auto Technic Officer”.
საბანკო
საბანკო(ზოგადი)
ნახვები 382
უნიკალური ნახვები 369