შემდეგი
26 ნოე - 25 დეკ
Set-up Manager
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: teona@tntadvise.com
ღონისძიებების ორგანიზების სფეროში მოღვაწე კომპანია შპს "ვანილა ივენთი" აცხადებს ვაკანსიას Set-up Manager-ის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქციები:
- ღონისძიებების set up-ის უზრუნველყოფა დამტკიცებული დიზაინის მიხედვით;
- ღონისძიების ინვენტარის, ავეჯის, დეკორაციების, განათების და სხვა საჭირო ინვენტარის ლოკაციაზე განლაგების უზრუნველყოფა;
- საწყობის მენეჯერთან და დიზაინერთან მჭიდრო კომუნიკაცია set up-ის გეგმის შეთანხმების მიზნით;
- საჭიროების შემთხვევაში, set up-ის გუნდის მობილიზება და თითოეულისთვის დავალებების გადანაწილება;
- საწყობიდან ინვენტარის მოწოდების პროცესის კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში ღონისძიების ლოკაციაზე set up-ის განთავსებაზე და ღონისძიების შემდგომ დემონტაჟზე შესაბამისი ნებართვების და საშვების გაცემის უზრუნველყოფა;
- ღონისძიების შემდეგ დემონტაჟის უზრუნველყოფა და ინვენტარის საწყობში დაბრუნების პროცესის კონტროლი;
- ინვენტარის იჯარით აღების შემთხვევაში მომწოდებლებთან მჭიდრო კომუნიკაცია, დაქირავებული ინვენტარის აღრიცხვა, მიწოდების და დემონტაჟის პროცესის კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის მართვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება: ღონისძიებების მოწყობის საოპერაციო პროცესებში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება
- განათლება: უმაღლესი განათლება
- საბაზისო კვალიფიკაცია: ორგანიზებული, გუნდის მართვის და ლიდერობის ძლიერი უნარები, დეტალებზე ორიენტირებული, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია)
- უნარები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით, დროის მართვა, მოტივირებული და შედეგზე ორიენტირებული.
- ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე teona@tntadvise.com გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
ტურიზმი/გართობის სექტორი
ღონისძიებების მენეჯერი
ნახვები 5
უნიკალური ნახვები 4