დღეს - 26 დეკ
დაცვის თანამშრომელი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 900
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Arla, Bayernland და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მაშტაბით წარმოდგენილია 36 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ნ. ფიროსმანის #1;
სამუშაო გრაფიკი: 15:30-23:00 (კვირაში 6 დღე - 39 სამუშაო საათი);
ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები) + სტაჟის დანამატი (100 ლარი);

დამატებით გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტში წესრიგისა და უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტის და მასში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
  • დასაცავ ობიექტზე უკანონო შეღწევის პრევენციის მიზნით ან/და უკანონოდ შეღწევის აღკვეთა;
  • ნებისმიერ კანონდარღვევაზე მყისიერი რეაგირება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება- "დაცვის თანამშრომელი ბათუმში", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 12 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 11
უნიკალური ნახვები 11