27 ნოე - 26 დეკ
ვიპ
მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@swisscapital.ge
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ქ. თბილისი;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის მართვა;
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
- კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
- საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
- სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
- საკრედიტო პორთველის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
- ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- ლიდერის უნარები, თანამშრომელთა მოტივირებისა და განვითარების უნარი;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
სამუშაო პირობები:
- სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - “მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი - თბილისი".
საბანკო
საბანკო(ზოგადი)
ნახვები 352
უნიკალური ნახვები 335