დღეს - 27 დეკ
სტანდარტი
მიღება ძირითად და მეორად საბაკალავრო პროგრამებზე ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტში
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 577401674
საერთაშორისო განათლების ცენტრი და ამერიკული უნივერსიტეტი ბულგარეთში - American University in Bulgaria - AUBG აცხადებენ მიღებას 2025 აკადემიური წლისათვის 24 სხვადასხვა ძირითად და მეორად საბაკალავრო პროგრამაზე. მათ შორის:
ბიზნეს ადმინისტრირება , კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა, ევროპათმცოდნეობა , ისტორია და ცივილიზაციები, ინფორმაციული სისტემები, ჟურნალისტიკა / მასობრივი კომუნიკაცია , მათემატიკა , პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები , ფიზიკა , ფინანსები
ფსიქოლოგია , კინო და თეატრმცოდნეობა , საზოგადოებრივი პოლიტიკა, ინტეგრირებული მარკეტინგი და კომუნიკაციები, სახვითი ხელოვნება პროგრამა, რომელსაც თავად ქმნით და სხვა.
უნივერსიტეტში სწავლა ოთხწლიანია და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტებს გადაეცემათ ორი დიპლომი - ამერიკული და ევროპული.

უნივერსიტეტში განაცხადის გაგზავნის ვადებია:
  • 2025 წლის 15 აინვარი- პრიორიტეტული მიღება;
  • 2025 წლის 15 მარტი - ადრეული მიღება;
  • 2025 წლის 15 მაისი - რეგულარული მიღება;
  • 2025 წლის 15 ოქტომბერი - მიღება გაზაფხულის სემესტრისათვის.
აპლიკანტებს, რომლებსაც 1 დეკემბრამდე არ ექნებათ ჩაბარებული ინგლისური ენის რომელიმე ოფიციალური ტესტი ( iBT TOEFL, IELTS, ECPE, PTE Academic, DET, etc.) შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ინსტიტუციურ ტესტზე, რომელსაც უნივერსიტეტი კონკურსანტებს უფასოდ სთავაზობს.
უნივერსიტეტი საუკეთესო სტუდენტებს სთავაზობს როგორც სასწავლო გრანტებს, ასევე უნივერსიტეტის ფინანსურ დახმარებას, სხვადასხვა სახის სტიპენდიებს / სქოლარშიფებს და საბანკო სესხებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა სწავლობდნენ საშუალო სკოლის დამამთავრებელ (12) კლასში ან იყვნენ აბიტურიენტები. კონკურსში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ უნივერსიტეტის სტუდენტებსაც.
ონ-ლაინ საგანაცხადო ფორმის შესავსებად შეგიძლიათ შეხვიდეთ ვებ გვერდზე: https://www.aubg.edu/admissions/bachelors/how-to-apply/
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და წინასწარი რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ მოგვწეროთ აქ (მესინჯერში) ან შემდეგ ელ-ფოსტის მისამართებზე
cie@osgf.ge; natia@osgf.ge ან დაგვირეკოთ +995 577401674

მეცნიერება/განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები 248
უნიკალური ნახვები 238