შემდეგი
დღეს - 11 დეკ
სტარტი
სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი
ქუთაისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
„ვიანი“ აცხადებს სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორის ვაკანსიას ქუთაისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ჯავახიშვილის #85;
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
ძირითადი მოვალეობები:
- კონტროლის განხორციელება სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულესა და ვალიდურობაზე;
- პაციენტებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მართვა;
- პაციენტის შიდა და გარე გადაყვანის პროცესის კოორდინაცია რიგ ადმინისტრაციულ და ბილინგის საკითხებში;
- პაციენტის გაწერის შემთხვევაში ისტორიის დახურვამდე ხარჯების შედარება პროგრამაში არსებულ მონაცემებთან, ყველა სხვა საჭირო ინფორმაციის შემდგომი გადამოწმება და დასტურის გაცემა გაწერაზე;
- სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალის ანგარიშგების მოდულში კალკულაციის ატვირთვა;
- შესრულებისთვის მომზადებული დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება და შეთანხმებულ ვადებში უშუალო უფროსისთვის მიწოდება;
- ბილინგის მოდულში შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
- დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
- ერთეულის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრულვეყოფა და კონტროლი;
- სამუშოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისა და კოორდინატორი მენეჯერის დავალების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
- აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში ადმინისტრირების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
- სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინიციპების ცოდნა;
- ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
- კერძო სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობის დადგენილებები;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- გუნდის მართვის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 დეკემბერი, 2024
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო
სხვა (სამედიცინო)
ნახვები 4
უნიკალური ნახვები 4