28 ნოე - 27 დეკ
სტანდარტი
ტრეიდ მარკეტერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: jobs@marshe.ge
"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვებითი პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს . ამ ეტაპზე წარმოების ოთხი ძირითადი მიმართულება გვაქვს : ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული. მარშე აქტიურად არის წარმოდგენილი B2B ბაზარზე, ასევე აქტიურად ავითარებს საცალო ვაჭრობის მიმართულებას.
„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: „ტრეიდ მარკეტერი“
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი (თ. ერისთავის ქუჩა N 5).
თუ ხარ დაინტერესებული მზარდ, ქართული პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში მუშაობით, თუ ეძებ ახალ გამოწვევებს მარკეტინგსა და პროდუქტის გაყიდვების მიმართულებით, გსურს ჩაერთო პროდუქტების განვითარების პროცესში, მაშინ შემოუერთდი მარშეს გუნდს!
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების დინამიკის კონტროლი,ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება ტრეიდ მარკეტინგის აქტივობებში;
- მარკეტინგის და გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
- სავაჭრო ქსელებთან და მათ კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაცია;
- პროდუქციის რეალიზების წერტილებში მერჩენდაიზინგის ინიცირება და აღსრულება;
- პროდუქციის რეალიზების წერტილებში პრომო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
- სხვადასხვა სახის გამოფენებზე და ღონისძიებებზე ბრენდის ინტეგრირება, გაყიდვების წერტილების კოორდინაცია და ტრეიდ აქტივობების დაორგანიზება;
- სხვადასხვა ტრეიდ აქტივობების განსახორციელებლად სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
- გაყიდვების ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის გეგმის შემუშავება და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მსგავსი მიმართულებით;
- ტრეიდ მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია FMCG-ის მიმართულებით;
- ძლიერი ანალიტიკური უნარები, მონაცემთა ინტერპეტაციისა და სტრატეგიული რეკომენდაციების გაცემის შესაძლებლობით;
- კარგი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები ;
- ერთდროულად რამოდენიმე პროექტის მართვის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
ჩვენთან დაგხვდებათ:
- ძლიერ გუნდთან მუშაობისა და ბიზნესის ზრდაზე რეალური გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;
- საინტერესო გამოწვევები და შესაძლებლობები კარიერული განვითარებისთვის;
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ტრეიდ მარკეტერი “.
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტოლოგი
ნახვები 75
უნიკალური ნახვები 74