შემდეგი
28 ნოე - 27 დეკ
საიტის ადმინისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 1000 - 1200
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@palitra.ge
„პალიტრა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია “გამომცემლობა პალიტრა L“ აცხადებს ვაკანსიას საიტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- palitral.ge, litbox.ge, gudabooks.ge, online.translate.ge საიტების მართვა, ახალი კონტენტის დამატება;
- შემოსული შეკვეთების მართვა, ლოჯისტიკასთან კომუნიკაცია;
- მომხმარებლთან კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
- აუცილებელია ექსელის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- სისხარტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი). 09:30-18:00 სთ.
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49;
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 დეკემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
გისურვებთ წარმატებას!
მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
ნახვები 201
უნიკალური ნახვები 187