28 ნოე - 27 დეკ
პროდუქტის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • გამოცდილება აუცილებელია
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
IT კომპანია სინტაქსი (www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ გუნდში პროდუქტის სპეციალისტი პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის მიერ გაყიდული პროდუქტის/პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • პროდუქტის მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, მათი სწორად იდენტიფიცირება და დროულად აღმოფხვრის უზრუნველყოფა, თიქეთების მართვა და თრაბელშუთინგი;
  • პროექტების ფარგლებში მიღებული დავალებების ჯეროვნად შესრულება დედლაინების გათვალისწინებით;
  • საჭიროების შემთხვევაში მწარმოებელთან კომუნიკაცია;
  • გაყიდვების გუნდთან ერთად პროექტებში ჩართულობა და ტექნიკური დახმარების გაწევა;
  • საოფისე ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროდუქტების დემო ვერსიების შექმნა და კლიენტებისთვის წარდგენა (გაყიდვების გუნდის დახმარება);
  • საჭიროების შემთხვევაში ინფრასტუქტურის გამართვა კლიენტებისთვის ადგილზე და ხარვეზის აღმოფხვრა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამოცდილება IT მიმართულებით
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება Help Desk/საფორთის მიმართულებით
  • ინგლისური ენის მინიმუმ საკომუნკაციო დონეზე ცოდნა
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • გუნდთან მუშაობის უნარი
  • კომუნიკაციის უნარი

სამუშაო პირობები:
ლოკაცია - ქ.თბილისი, ბელიაშვილის 145
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30

დამატებითი სარგებელი:
ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ)
შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მეილზე hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით
ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი
ნახვები 55
უნიკალური ნახვები 52