22 დეკ - 27 დეკ
სტანდარტი
დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ambassadori.com
სასტუმროთა ქსელი “Ambassadori” – „ამბასადორი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში არსებულ სასტუმროებში დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
- უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
- მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება,
- მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;
- სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს;
- სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს;
- ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
- საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან;
საჭირო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
- დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@ambassadori.com .
გისურვებთ წარმატებას!
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 686
უნიკალური ნახვები 646