02 დეკ - 28 დეკ
სტანდარტი
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 2500
+ ბონუსი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tatiastock@gmail.com
ტელეფონი: +995 599074882
სტოკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადამიანური რესურსების მართვა
მოთხოვნები:
- კანონმდებლობის/ნორმატიული აქტების, შიდა სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
- პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (ბრძანების)და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება/შენახვა;
- პერსონალთან დაკავშირებული საქმის წარმოება;
- თანამშრომლის დანიშვნის, თანამდებობრივი ცვლილების და გათავისუფლების პროცესების დადგენილი წესებით განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება
- თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
- თანამშრომლებთან დაკავშირებული ცნობების მომზადება, გაცემა და შესაბამისი წესით აღრიცხვა;
- გათავისუფლებული თანამშრომლების პირადი საქმის და ინფორმაციის დაარქივება;
- თანამშრომლების შერჩევის პროცესების მართვა და საუკეთესო კანდიდატების შერჩევა;
- ახალი თანამშრომლისთვის საორიენტაციო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობა და განხორციელება;
- აპლიკანტების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
- ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებისთვის, კოლეგიალური ურთიერთობების განვითარებისთვის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
- თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა ;
- ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული კვლევების წარმოება და სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება/მართვა;
- გაყიდვების , შესყიდვების და ფინანსურ გუნდებთან კოორდინირებული მუშაობა თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის კუთხით . ( საბონუსე სისტემების დახვეწა)
- ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სიახლეების და ინოვაციური იდეების ძიება;
- თანამშრომელთა დისციპლინალური სანქციების განხილვა და შესაბამისი ქმედებების უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციული კულტურის შემუშავება, დანერგვა;
- იურიდიულ სამსახურთან კოორდინირებულად თანამშრომლებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო თუ სხვა იურიდიული დოკუმენტების პროექტ(ებ)ის შემუშავება აღწერა;
- მიღებული კორესპონდენციის დაუყოვნებელი განხილვა და გონივრულ ვადებში რეაგირება.
მოთხოვნები :
- უმაღლესი განათლება; სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 3 წლისა;
- პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ორგანიზებულობა და ეფექტურობა ყოველდღიურ დავალებებში;
- ჩართულობა დისციპლინურ და საჩივრების საკითხების მართვაში.
- რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სავალდებულოა. (MS Office, Word, Excel, Power Point)
სამუშაო ორშ-პარასკევი 10:00 – 18:30 მდე.
ანაზღაურება - 2500 ლარი + ბონუსი
დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tatiastock@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599074882
ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 422
უნიკალური ნახვები 390