29 ნოე - 28 დეკ
მთავარი რედაქტორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
On.ge აცხადებს ვაკანსიას On.ge-ს მთავარი რედაქტორის პოზიციაზე
უშუალო ხელმძღვანელი: მედიის ხელმძღვანელი

დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები ჟურნალის მიმართულებით:
  • On.ge-ს სახელით საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე სოციალური და კულტურული ამბების მასშტაბურ, რელევანტურ, ტრენდულ და ინოვაციურ ფორმებში გაშუქება.
  • სარედაქციო პოლიტიკის და შინაარსობრივი პრიორიტეტების განსაზღვრა და ორგანიზაციის სტრატეგიასთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
  • საკომუნიკაციო არხებს-შორის პრიორიტეტიზაცია და ამბის თხრობის ფორმატების ორგანიზაციის სტრატეგიასთან და მიზნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
  • რედაქციის ტონის (Tone of Voice) განსაზღვრა; არსებული ტრენდებისა და მიმდინარე მოვლენების საფუძველზე საჭირო ცვლილებების შეტანა და ადაპტირება; ორგანიზაციის სტილისტური სახელმძღვანელოს დაცვის უზრუნველყოფა;
  • რედაქციის სამუშაო პროცესების ზედამხედველობა და ეფექტურობის უზრუნველყოფა. სხვადასხვა პერიოდულ (მათ შორის ყოველდღიურ და ყოველკვირეულ) ჭრილში, მონაცემებზე და ორგანიზაციის სტრატეგიაზე დაფუძნებით, საინფორმაციო პრიორიტეტების დასახვა და დაგეგმვა გუნდთან ერთად.
  • სხვადასხვა პერიოდულ ჭრილში დაქვემდებარებული ჟურნალისტებისთვის მიმართულებების, თემების და კონკრეტული დავალებების მიცემა.
  • სამუშაო პროცესში დაქვემდებარებული თანამშრომლების პიროვნული და პროფესიული ზრდა. პროცესში მათი მასალების გაუმჯობესება, რედაქტირება, საჭიროების შემთხვევაში, ინტერვენცია, მათ შორის - პერსპექტივების ცვლილების ან/და დამატებითი დირექტივების მიცემის ფორმით;
  • საავტორო მასალების განაწილება, ავტორებთან ერთად დაგეგმვა, აღსრულების პროცესისა და შედეგის მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში, ინტერვენცია;
  • Მომზადებული მასალების სარედაქციო კოდექსთან თავსებადობის უზრუნველყოფა. გაშუქებისას მოწყვლადი ჯგუფების საუკეთესო ინტერესების და უფლებების დაცვა და გათვალისწინება.
  • On.ge-ს ქოლგის ქვეშ შემავალი ბრენდების მიერ გავრცელებული მასალების მონიტორინგი.
  • დაქვემდებარებულებს შორის მკაფიო კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • პარტნიორ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან კომუნიკაცია. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრება. საპარტნიორო საჭიროებების რეგულარული შეფასება;
  • სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ტექსტური და მულტიმედია კონტენტის შექმნა და დასახული მიზნების მიღწევა;
  • ვებ-გვერდისთვის შექმნილი მასალების დისტრიბუცია - როგორც კრეატიული კუთხით დისტრიბუციის იდეის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება, ისე - პრაქტიკაში აღსრულება.
  • ციფრულ დანაყოფთან მჭირდო კომუნიკაცია, კოლაბორაცია და საერთო პროექტების განხორციელება.
  • რედაქციაში ახალი შინაარსების და ამბის თხრობის გზების დანერგვა და ინოვაციურობის უზრუნველყოფა.
  • მონაცემების, შედეგების და Სტატისტიკის რეგულარული, პერიოდული კონტროლი და ანალიზი. ორგანიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
  • არსებული შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, განვითარების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
  • რეპორტინგი თანამშრომლებისთვის - ყოველკვირეულად შედეგების ანალიზი, შემდეგი კვირის დაგეგმვა;
  • რეგულარული რეპორტინგი აღმასრულებლების წინაშე;
  • საჭიროების შემთხვევაში, ველზე მუშაობა.
  • საჭიროების შემთხვევაში, არასამუშაო დროს სასწრაფო ან/და მნიშვნელოვან მასალაზე მუშაობა;
  • შინაგანა წესის დაცვა; ხელმძღვანელებისგან მიღებული დავალებების შესრულება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ბრენდ სტუდიოს მიმართულებით:
  • On.ge ბრენდ სტუდიოს კონტენტის შინაარსობრივი გამართულობის და კრეატიული ღირებულების ზედამხედველობა; ბრენდ სტუდიოს ხელმძღვანელისთვის სტრატეგიისა და მიმართულებების მიცემა;
  • გუნდის მენეჯმენტი: მწერლების, დიზაინერების, ვიდეოგრაფების და სტრატეგებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდის მართვა. დაქვემდებარებულებს შორის მკაფიო კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსების მოძიება;
  • პროექტების შესაბამისი ბიუჯეტისა და დედლაინების დაცვით ჩაბარების მეთვალყურეობა;
  • ბრენდ სტუდიოს ხარისხის და სარედაქციო სრულყოფილების უმაღლესი სტანდარტების მეთვალყურეობა
  • ბრენდ სტუდიოს ხელმძღვანელთან ერთად, კოლაბორაცია გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის, პოტენციური კლიენტებისთვის კრეატიული კონცეფციების მიწოდება და ბრენდის სტუდიოს შემოსავლის ზრდის სტიმულირება.
  • ინდუსტრიის ტენდენციებისთვის თვალყურის დევნებალ ტექნოლოგიურ სიახლეებზე და საუკეთესო კრეატიულ პრაქტიკებზე დაკვირვება; ცოდნის გამოყენება ბრენდის სტუდიოს სტრატეგიაში, სერვისებსა და შეთავაზებებში;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბრენდ სტუდიოს მასალებზე მუშაობა - სტატიების, ნიუსების, ქვიზების და სხვა ტიპის კონტენტის მომზადება.

დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ტრენდებისთვის თვალყურის დევნება, საზოგადოების განწყობების ცოდნა, ქვეყანაში არსებული ემოციური მდგომარების ანალიზი და გათვალისწინება.
  • ასეთის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციისთვის დაკისრებული, შესაბამისი საგრანტო ვალდებულებების უპირობოდ აღსრულება;
  • ოპერაციების გასაუმჯობესებელი ინიციატივების პროაქტიულად წარმოჩენა და აღმასრულებლებისთვის წარდგენა, შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: სასურველია, თუმცა არა აუცილებელი უმაღლესი განათლება. რეკრუტირებისას, შესაძლოა, პრიორიტეტი მიენიჭოს განათლებას ჟურნალიზმის, კომუნიკაციების, მარკეტინგის, ხელოვნების, ენათმცოდნეობის ან მონათესავე სკოლებს.
  • კვალიფიკაცია: მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში, მარკეტინგში, ხელოვნებასა ან კომუნიკაციებში; გუნდის მენეჯმენტის გამოცდილება;

უნარები და მახასიათებლები:
  • წერის, რედაქტირების, კორექტირების, დეტალებსა და სიზუსტეზე ორიენტირებულობის უნარი.
  • სამაგიდო კვლევების კეთების უნარი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი გზებით.
  • ონლაინ მედიის ტენდენციების, SEO-ს საუკეთესო პრაქტიკის და ციფრული საგამომცემლო ინსტრუმენტების ღრმა გაგება.
  • ციფრული პლატფორმების, სოციალური მედიის და ახალი ტექნოლოგიების ღრმა გაგება.
  • ძლიერი ორგანიზაციული, პროექტის მენეჯმენტის უნარები. ერთდროულად მრავალი ამოცანის მჭიდრო დედლაინებში შესრულების უნარი.
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გამოხატვის, რთული საკითხების მარტივად გადმოცემის უნარი;
  • სხვა ადამიანებთან და გუნდებთან კოლაბორაციის სურვილი და უნარი.
  • სუბორდინაციის დაცვა და პროფესიონალიზმის შენარჩუნების უნარი, მათ შორის, ინტენსიურ სამუშაო გარემოში. ემოციების კონტროლის უნარი.
  • მედიის სამართლის, ეთიკისა და საავტორო უფლებების რეგულაციების ცოდნა.
  • გამოცდილება კონტენტის მართვის სისტემებთან (CMS) და ანალიტიკურ პლატფორმებთან.
  • კრეატიული აზროვნების უნარი;
  • ამბის თხრობისას აუდიტორიის ჩართულობის გაზრდის უნარი;
  • ლიდერის თვისებები; მათ შორის, მენტორობა, გუნდის შექმნა და გადაწყვეტილების მიღების უნარები;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: n.kutsniashvili@on.ge
მეცნიერება/განათლება
რედაქტორი
ნახვები 22
უნიკალური ნახვები 22