02 დეკ - 31 დეკ
სტანდარტი
ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
თბილისი, აეროპორტის გზატ.
  • სრული განაკვეთი
  • 1300
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
კომპანია ‘’ბევრილი ჯგუფი’’ წარმოადგენს ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორ ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას. იგი ბაზარზე ოპერირებს 2001 წლიდან და მისი საქმიანობის არეალი მოიცავს ქვეყნის ყველა მსხვილ რეგიონსა თუ ქალაქს. კომპანია ამარაგებს მსხვილ მაღაზიათა ქსელებს და ინარჩუნებს მათთან სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობას

შპს “ბევრილი ჯგუფი” აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის (აეროპორტის) გზატკეცილი N 101.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი-09:00-17:00
ანაზღაურება: 1300 ლარი (NET)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში მიმდინარე ადმინისტრაციული პროცესების მართვა (შრომითი ხელშეკრულებების, ბრძანებების, ტაბელებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება);
  • თანამშრომლის პირადი საქმეების წარმოება, საჭირო საბუთების მიღება, გადამოწმება, მონიტორინგი;
  • დაქირავებულ პირთა რეესტრის მართვა;
  • რეკრუტინგის სრული პროცესის მართვა;
  • სახელფასო ფაილების მართვა;
  • კომპანიის ოფიციალური ელ-ფოსტის მართვა (შემოსული და გასული წერილების მიღება და გადამისამართება შესაბამის პირთან);
  • სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
  • საჭიროებიდან გამომდინარე საკანცელარიო და სამეურნეო ნივთების შესყიდვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
  • ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1+);

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@bevrili.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადამიანური რესურსები
HR მენეჯერი
ნახვები 180
უნიკალური ნახვები 174