02 დეკ - 31 დეკ
სტანდარტი
ღვინის მაღაზიის მენეჯერი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
- რუსული,ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@ktw.ge
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას „ღვინის მაღაზიის მენეჯერის“ პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოთხოვნები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციასთან დაკავშირებით;
- პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება;
- წარმოდგენილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
- კონსულტანტებისა და მოლარეების მართვა;
- ახალი პროდუქციის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- მერჩენდაიზინგის კონტროლი;
- სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს სფეროში მუსაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
- ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ფუნქციების დელეგირების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- თვით განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობიანი და მოტივირებული.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ღვინის მაღაზიის მენეჯერი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”
გაყიდვები
ფილიალების ქსელი
ნახვები 42
უნიკალური ნახვები 42