02 დეკ - 31 დეკ
სტანდარტი
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 1 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: veriko.basilaia@tbilisidryport.com
"თბილისი დრაი პორტი" არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის იანვარში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადასხვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის.
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში, რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
"თბილისი დრაი პორტის" გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- ობიექტის დაცვა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- ცეცხლსაშიშ აღჭურვილობებთან მუშაობის ცოდნა და წესების დაცვა;
- ყველა აღჭურვილობის ფრთხილი და სათანადო მოპყრობა;
- მუშაობისას კანონით დადგენილი წესების დაცვა;
- ობიექტზე უცხო პირთა დაშვების კონტროლი;
- ზედმიწევნით შეასრულოს ცვლის უფროსის მიერ მიწოდებული დავალებები;
- უზრუნველყოს კომპანიის მიერ გადაცემული უნიფორმისა და ყველა საჭირო აღჭურვილობის წესრიგში ყოფნა;
- საჭიროებისამებრ მოახდინოს სწრაფი რეაგირება და ყველა საკითხთან დაკავშირებით ცვლის უფროსი ჩააყენოს საქმის კურსში;
- ობიექტზე დაკარგული და ნაპოვნი ნივთების არსებობის შემთხვევაში ჩააყენოს ცვლის უფროსი საქმის კურსში და ნივთები ნორმების დაცვით შეინახოს.
კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე: veriko.basilaia@tbilisidryport.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 30 დეკემბერი
სამუშაო საათები: თვეში 15 სამუშაო დღე, 12 საათიანი გრაფიკით
უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)
ნახვები 115
უნიკალური ნახვები 103