შემდეგი
02 დეკ - 31 დეკ
მიმღები-ადმინისტრატორი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ინგლისური,რუსული
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr.tbilisi2023@gmail.com
4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ბრიქსი", ძველ თბილისში, აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე დღის სმენაში. ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლობიან ადამიანებს ვისაც სურვილი აქვთ განვითარდნენ ტურიზმის სფეროში.
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში;
- სამუშაო საათები: დილის 09:00 საათიდან 18:00 საათამდე;
- ანაზღაურება: 1200 ლარი ნეტი + ბონუსი ტურ პაკეტების გაყიდვებიდან;
- თვეში 15 დღე მუშაობა, (2 დღე მუშაობა, მომდევნო 2 დღე დასვენება)
- კვებას;
- განვითარებას ტურიზმის სფეროში
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
- ელექტრონული ფოსტით მიმოწერის კულტურისა და სტანდარტების დაცვა;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
- სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებში ინფორმაციის გადაცემა
ძირითადი მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- მიმღები ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასტუმროს გენერალური მენეჯერის მითითებების შესრულება;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
- საქმის ადვილად ათვისების უნარი;
- ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა
თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა!
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi2023@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa),
მიმღები (Front Office)
ნახვები 35
უნიკალური ნახვები 34