- ფრილანსი
- ბაკალავრი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
- ქართული,ინგლისური,რუსული
მთარგმნელობითი კომპანია ITM-TRANSLATION 2005 წლიდან მოღვაწეობს. 19-წლის განმავლობაში კომპანიამ დაიმკვიდრა მსოფლიოს საკონსულტაციო-მთარგმნელობით სექტორში მნიშვნელოვანი პოზიცია. კომპანიის მთარგმნელთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია 7.500-ზე მეტი მთარგმნელი მსოფლიოს 125-ზე მეტი ქვეყნიდან. კომპანიას ჰყავს დაახლოებით 50.000-ზე მეტი მომხმარებელი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან.
მთარგმნელობითი კომპანია ITM-TRANSLATION მომხმარებელს სთავაზობს 500-ზე მეტ სხვადასხვა ენაზე (სახელმწიფო, ოფიციალური, რეგიონალური, ეროვნული და ფართოდ გავრცელებული ენები) ნებისმიერი სირთულისა და თემატიკის მასალის თარგმნას: იურიდიული ტექსტები, ბიზნეს-დოკუმენტები, ფარმაცევტული ანოტაციები, სამედიცინო დასკვნები, პირადი დოკუმენტაცია, ტექნიკური ინსტრუქციები, ვებ-გვერდის მასალები და სხვ.
მთარგმნელობითი კომპანია ITM-TRANSLATION აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა ენების მთარგმნელების პოზიციებზე.
ლოკაციები: ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თბილისი
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: დისტანციურად ონლაინ-რეჟიმში
- ანაზღაურება: გამომუშავება (შეთანხმებით)
- სამუშაო ადგილი: შესაბამისი ქალაქი (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, თბილისი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სხვადასხვა დოკუმენტების თარგმნის ხარისხიანად შესრულება შეთანხმებულ ვადებში;
- ნათარგმნი დოკუმენტების დამოწმება ადგილობრივ ნოტარიუსთან (CV-ში მიუთითეთ რომელ ნოტარიუსთან თანამშრომლობთ);
- მზა დამოწმებული დოკუმენტის მიწოდება ადგილობრივ თარჯიმანთა ბიუროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი ენის/ენების სრულყოფილად ცოდნა (B2/C1/C2);
- შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი: დიპლომი ან სერთიფიკატი ან მასთან გათანაბრებული ცნობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel და სხვ.
- დოკუმენტებთან, კომპიუტერულ მოწყობილობებთან და ინტერნეტში მუშაობის გამოცდილება;
- რამდენიმე უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV (რეზიუმე), პირადობის მოწმობა და დიპლომი გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@itm-translation.com
გამოგზავნისას მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, შესაბამისი უცხო ენა/ენები და შესაბამისი ლოკაცია (ქალაქი).
გისურვებთ წარმატებას!