შემდეგი
02 დეკ - 31 დეკ
ტენდერი - სახანძრო რეზერვუარების მარტივი კონსტრუქციით შეფუთვის სამუშაოების შესყიდვა
თბილისი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: davit.Janelidze@aversi.ge
ტელეფონი: +995 555 64 47 56
„ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს სახანძრო რეზერვუარების მარტივი კონსტრუქციით შეფუთვის სამუშაოების შესყიდვაზე
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს ტენდერს ქალაქ თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. #16ბ-ში მდებარე კლინიკის ცენტრალური ლაბორატორიიის სახანძრო ავზების მარტივი კონსტრუქციით შეფუთვის სამუშაოების შესყიდვაზე.
- კონსტრუქციული ნაწილის ნახაზი მოცემულია დანართი #3-ში;
- არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტო მოცემულია დანართი #4-ში;
- ფოტომონტაჟი მოცემულია დანართი #5-ში;
- აფიდავიტი მოცემულია დანართში #6;
- ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი მოცემულია დანართში №7;
სამუშაოს შესრულების პირობები:
- სამშენებლო მოედანზე დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმები.
- მიმწოდებელი კომპანია პასუხისმგებელია გამოყენებული მასალის ხარისხზე, დამონტაჟებული კონსტრუქციის მედეგობასა და სიმყარეზე.
- სამუშაოების შესრულებისას დაცული უნდა იქნას სანიტარული ნორმები, სამშენებლო ნაგვისა და ნარჩენების გატანა უნდა მოხდეს რეგულარულად.
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:
- დანართი #1, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (შედგენილი უნდა იყოს თანდართული ნახაზის (დანართი #3) შესაბამისად) და აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, „ექსელის“ ფორმატში;
- სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა;
- საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები, მიმწოდებელმა კომპანიამ პასუხიმგებლობა უნდა აიღოს გამოყენებული მასალის ხარისხზე, კონსტრუქციის მედეგობასა და სიმყარეზე;
- სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოები უნდა შესრულდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს შესასრულებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge–ს საშუალებით 2024 წლის 17 დეკემბერი, 15:00 სთ–მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:
- დანართი #1, შევსებული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (შედგენილი უნდა იყოს თანდართული ნახაზის შესაბამისად) ხარჯთაღრიცხვა აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იქნას, „ექსელის“ ფორმატში;
- სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი (დანართი #2).
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
პრეტედენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
- ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
- ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
- საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ.
- სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
- ხარისხი;
- ღირებულება;
- სამუშაოების შესრულების ვადა;
- ანგარიშსწორების პირობა;
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს .
შესაბამისად, პრეტედენტ(ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში.
ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ(ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ(ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
დავით ჯანელიძე
„ავერსის კლინიკა“-ს ცენტრალური ლაბორატორიის სამეურნეო მენეჯერი
ტელ: +995 555 64 47 56
ელ.ფოსტა: davit.Janelidze@aversi.ge
ანი მამუჩიშვილი
„ავერსის კლინიკა“-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი
ტელ: +995 577 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
ტენდერი/კონკურსი
ტენდერი
ნახვები 5
უნიკალური ნახვები 5