შემდეგი
02 დეკ - 31 დეკ
სტარტი
ფილიალის დირექტორი
თელავის მუნიციპალიტეტი, თელავი
- სრული განაკვეთი
- ბაკალავრი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2-დან 4 წლამდე
- ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: tera.jobs@terabank.ge
ტერაბანკში თელავის ფილიალის დირექტორს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
- შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული
- კრიტიკულ სიტუაციებში მარტივად იღებ გადაწყვეტილებას
- გაქვს გუნდის მართვის უნარი
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკური, საბანკო ან საფინანსო მიმართულებით (სასურველია MBA ხარისხი)
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ბიზნეს დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, თ.ბაგრატიონის ქ. N1
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათს - 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.
- ანაზღაურება: ხელფასი + ფილიალის გაყიდვების გეგმაზე მიბმული კვარტალური ბონუსი
შენი მოვალეობა იქნება:
- ფილიალის საქმიანობის წარმართვა და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
- ახალი კლიენტების მოზიდვა
- ფილიალის საკრედიტო (როგორც საცალო, ასევე ბიზნეს სესხების) საქმიანობის კონტროლი
- ფილიალში მომსახურების ხარისხის კონტროლი
- ფილიალის თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობის მიღება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე | tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითე ქალაქი და პოზიციის დასახელება | ფილიალის დირექტორი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 16 დეკემბერი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
ტერაბანკი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
გისურვებთ წარმატებას!
საბანკო
ფილიალის მმართველი
ნახვები 29
უნიკალური ნახვები 28