03 დეკ - 31 დეკ
სტანდარტი
სასაწყობე ოპერაციების ხელმძღვანელი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 2 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@tserti.ge
მაღაზიათა ქსელი „წერტი“ აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში
კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 4 ფილიალში დასაქმებულ 120 თანამშრომელს.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
- სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი, ლილოს დასახლება;
- ტრანსპორტის მომსახურება მეტროდან;
- ანაზღაურება: ფიქსირებული;
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ);
- ფასდაკლების ბარათი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სასაწყობე სივრცის სწორად მუშაობისათვის პროცესების ორგანიზება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე პროდუქციის მიღება-აღრიცხვის კონტროლი;
- პროდუქციის ასორტიმენტის მიხედვით დასაწყობება-შენახვის კონტროლი;
- პროდუქციის ვადების კონტროლი;
- პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა/კონტროლი (ტემპერატურული რეჟიმი, ტენიანობა, განლაგება, სისუფთავე და ა.შ.) და შესაბამისი აღნიშვნების წარმოება;
- საწყობში არსებული მარაგების კონტროლი, მათი მუდმივი აღრიცხვა;
- მომწოდებელებთან შკევეთის განხორციელების პროცესის უზრუნველყოფა;
- საწყობში სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სატრანსპორტო ზედნადები) საფუძველზე პროდუქციის გაცემა;
- საწყობში/საწყობიდან პროდუქციის მიღება-გაცემისას FIFO პრინციპის დაცვა;
- პროდუქციის ხარჯვის კონტროლი, მენეჯმენტთან შეთანხმებით;
- უშუალო ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი წინასწარ დადგენილი ფორმატის შესაბამისად.
საკვაფილიკაციო მოთხოვნები:
- საწყობში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 5 იანვრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები 49
უნიკალური ნახვები 46