03 დეკ - 02 იან
მიმტანი
თბილისი, საბურთალო
  • მოქნილი გრაფიკი
  • 900 + ბონუსი
  • საშუალო განათლება
  • განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
  • ინგლისური
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 599514412
მისამართი: ნინოშვილის 56
კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
  • სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
  • საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
  • სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
  • საერთაშორისო სტანდარტებისა და რესტორნის შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება.

საჭირო უნარები და მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული

დამატებითი ინფორმაცია:
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
სამუშაო ადგილი: თბილისი

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: teona@communalcompany.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599514412

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი
ნახვები 10
უნიკალური ნახვები 10