04 დეკ - 02 იან
სტანდარტი
მზარეულის დამხმარე/კომი
ბათუმი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება აუცილებელია
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@greenwood.ge
სასტუმრო “GreenWood” აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის (კომი) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კერძების მომზადება სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით;
- სამზარეულოს/სამუშაო სივრცის წესრიგის და სანიტარული ნორმების დაცვა;
- ინგრედიენტების წინასწარ მომზადება;
- სამზარეულოს მარაგების კონტროლი;
- პროდუქტების ვარგისიანობის კონტროლი;
- პროდუქტების დასაწყობება სანიტარულ/ჰიგიენური ნორმებისა და ფუჭებადობის გათვალისწინებით;
- შესყიდვების განყოფილებას დროულად მიაწოდოს ინფორმაცია მარაგების შევსების მიზნით;
- იმუშაოს სასტუმროს სტანდარტების, შიდა განაწესისა და დადგენილი გრაფიკის თანახმად;
- ეფექტურად დაგეგმოს საკუთარი სამუშაო გრაფიკი კერძების დროულად მზადყოფნის მიზნით;
- დაემორჩილოს მზარეულის მითითებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სასტუმროში, რესტორანში)
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებული,
- პუნქტუალური,
- გუნდური მუშაობის უნარი,
- პასუხისმგებლიანი, დეტალებზე ორიენტირებული,
- დროისა და რესურსების ეფექტური მართვის უნარი.
რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეულის თანაშემწე
ნახვები 186
უნიკალური ნახვები 177