03 დეკ - 01 იან
ლაბორატორიის ქიმიკოსი
გურჯაანის მუნიციპალიტეტი, კაჭრეთი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილება აუცილებელია , გამოცდილება 3 წლიდან
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Bolero & Company აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ქიმიკოსის პოზიციაზე.

შესაბამის კანდიდატს ვთავაზობთ მეგობრული და შემოქმედებითი გუნდის წევრობას, შედეგებზე ორიენტირებულ მენეჯმენტს, სოციალურ ბენეფიტებს და ა.შ. ჩვენთან თქვენ გექნებათ განუსაზღვრელი პროფესიული თვითრეალიზების შესაძლებლობა და ხელშეწყობა პროფესიულ წინსვლაში. შრომითი ხელშეკრულება დაიდება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით.


მოვალეობები:

  • წარმოებული პროდუქციის, ნიმუშების ქიმიური მასალების ტესტირება;
  • ალკოჰოლური სასმელების გეგმური და რიგგარეშე ქიმიური კონტროლის წარმოება;
  • პროდუქციის ქიმიური ანალიზების ჩატარება და აღრიცხვა ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების შესაბამისად.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ტექნიკურ ან საბუნებისმეტყველო დარგებში;
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი პოზიციით;

ანაზღაურება:

  • ფიქსირებული ხელფასი (შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით)


კანდიდატურების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებაზე დაბარებული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე kachretiwinery@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ "ქიმიკოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

მეცნიერება/განათლება
ბიოლოგიური/ქიმიური კვლევა
ნახვები 18
უნიკალური ნახვები 17
მსგავსი განცხადებები