დღეს - 02 იან
სტარტი
კარდიოლოგიის ექიმის ასისტენტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@joann.ge
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს, როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის წარმოადგენს სტრატეგიულ ობიექტს, რომლის დამსახურებით, ქვეყანაში შემცირდა ახალშობილთა და ბავშვთა სიკვდილობის და ავადობის მაჩვენებელი. ასევე, შეიქმნა ბავშვთა გულის დაავადებების და მასთან ასოცირებული პრობლემების ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის და მეთვალყურეობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას კარდიოლოგიის ექიმის ასისტენტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟვანიას 17
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულად განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass
ფუნქცია-მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
- კარდილოგის ასისტირება კვლევის ჩატარების დროს;
- კვლევის ჩანაწერების ზუსტად და დროულად მომზადება;
- სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა პასუხისმგებელი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმღლესი სამედიცინო განათლება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ,გამოაგზავნოთ რეზიუმე ან/და CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@joann.ge გთხოვთ, სათაურის ველში (“subject”) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ჯო ენის საუნივრსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი
ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა
სამედიცინო
კარდიოლოგი
ნახვები 384
უნიკალური ნახვები 366