შემდეგი
04 დეკ - 02 იან
სამკითხველო დარბაზებით მომსახურებისა და აბონემენტის განყოფილების სპეციალისტი
თბილისი
- სრული განაკვეთი
- 570
- განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@sciencelib.ge
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტში, სამკითხველო დარბაზებით მომსახურებისა და აბონემენტის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა : თბილისი
განაკვეთი : სრული
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები
- არეგისტრირებს მკითხველს.
- ახდენს პირველად კომუნიკაციას მკითხველთან და ბიბლიოთეკის სხვა სტუმრებთან და ამისამართებს მოთხოვნის შესაბამის თანამშრომლებთან ან სივრცეში.
- ბიბლიოთეკის სივრცეში გამართულ ღონისძიებებზე ახდენს მონაწილეთა რეგისტრაციას.
- ასრულებს უშუალო უფროსის სხვა დავალებებს კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სრული ზოგადი განთლება
ენები
- სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
- ინგლისური ენა (წერა, კითხვა, მეტყველება);
პიროვნული უნარები:
- კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ოპერატიულობა;
- ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
- დასაბუთების უნარი;
- ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
- ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კეთილგანწყობილ სამუშაო გუნდს;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- განვითარების პერსპექტივას.
თანამდებობრივი სარგო დარიცხული 570 ლარი. (აღნიშნულ თანხას ეჭრება საშემოსავლო)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე (CV/ PDF ფორმატში) მითითებულ ელ. ფოსტაზე info@sciencelib.ge სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 დეკემბრამდე 2024 წელი;
გისურვებთ წარმატებებს!
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები
განათლების სექტორი
ნახვები 82
უნიკალური ნახვები 73